
"ქართულმა ოცნებამ" არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.
კახა კალაძის თქმით მმართველმა პარტიამ სიის ფორმირებაც დაიწყო და დედაქალაქსა და რეგიონებში პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრებს მართავენ.
„მმართველი პარტია ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. სიის ფორმირების მიმართულებითან დაწყებულია მუშაობა. გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა, სიახლეები როცა გვექნება, ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის.“ - ამბობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.