-
2019-11-04 19:55
გრძელვადიანი პაუზის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი განცხადებით გამოდის.
მისი თქმით ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც კი მას გაუკეთებია, მისი პოლიტიკაში მოსვლაა.
"ჩემი ქონების 90% ქველმოქმედებაში ჩაიდება" - განაცხადა ოლიგარქმა.
როგორც მან ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუში თქვა მისი ცხოვრებისეული დევიზი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანიდან" გამომდინარეობს და ფულსაც პრინციპით - "რასაცა გასცემ შენია" ხარჯავს.
ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას მისი ოპონენტები ირონიით გამოეხმაურნენ და ეს ნაბიჯები წინასაარჩევნო კამპანიას მიაწერეს.
პოლიტიკოსების შეფასებით ამ ქვეყანაში ქველმოქმედიც, პოლიტიკოსიც და ინვესტორიც ბიძინა ყოფილა, რომელიც თავადვე ყიდის და ყიდულობს ყველაფერს.
"მე ყველაფერს ხალხისთვის ვაკეთებ და ყველაზე დიდი ქველმოქმედება სწორედ ჩემი პოლიტიკაში მოსვლა იყო" - ამბობს ივანიშვილი.