
ჭყოდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მარტვილს ტოვებს და ბოლო განცხადებას ავრცელებს.
"ეკლესიის გასაჯანსაღებლად და მასში პრობლემების აღმოსაფხვრელად დაწყებულ ბრძოლას გავაგრძელებ" - განაცხადა მეუფე პეტრემ
მისი თქმით იგი უწმინდურებასა და უსამართლობას არ დაემორჩილება და თვლის, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი აქვს.
მეუფე პეტრე უნდობლობას უცხადებს საპატრიარქოსა და მთელ მათ სივრცეს და ციანიდის საქმის შემდეეგ, მისი თქმით რაც ამ საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქომ "იკადრა" გამორიცხული უკვე არაფერია.