
თბილისის მერიის მოთხოვნით პარლამენტმა პარკინგის ჯარიმასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შეიტანა.
ახალი კანონის მიხედვით არასწორად პარკირებული მანქანის ჯარიმის ღირებულება 50 ლარი გახდა.
ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ცვლილებები ასევე შევიდა ჯარიმის მიწოდების კუთხითაც. იგი არა მხოლოდ ფოსტით გაეგზავნება დაჯარიმებულ პირს, არამედ მიუვა სმს-იც და აიტვირთება თბილისის პარკინგის ვებგვერდზეც.
მისი თქმით ახალი კანონპროექტი სატრანსპორტო პოლიტიკასთან არის დაკავშირებული და ქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვას უწყობს ხელს.