
მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსისტებს ქიმწმენდის ვაუჩერები ისევ დაურიგდებათ.
შეთავაზება ძალაში 1 ნოემბერს შევა და მათ, ვინც გამოიყენებს ვაუჩერს ტექნიკური მომსახურების 20%-იან ფასდაკლებასაც მიიღებენ.
ასევე 1 ოქტომბრის ჯარიმებთან დაკავშირებით მერმა განაცხადა, რომ ერთჯერადი ამინისტიის ბრძანება გამოიცემა და ეს ჯარიმები გაუნულდებათ.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმების გაბათილება მხოლოდ ორი კატეგორიის შემთხვევას ეხება. პირველ კატეგორიას ტაქსის ნებართვის მქონე, თუმცა თეთრად შეუღებავი მანქანები წარმოადგენს და მეორე - პირები, რომელთან ნებართვის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს გაუვიდათ და 1 ოქტომბერს დაჯარიმდნენ.
კახა კალაძის აზრით ტაქსების რეფორმა წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.