ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება იმის მიუხედავად, აღიარებენ თუ არა მას რუსეთში

Image

რუსეთის ან სამხრეთ ოსეთის უარი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობაზე ხელს ვერ შეუშლის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ დანაშაულთა გამოძიებას,

 

ამის შესახებ ჰაგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა. იმის მიუხედავად, რომ რუსეთში არაა რატიფიცირებული რომის სტატუტი, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოქმედებას არეგულირებს, რუსი მოხელეები, მათი ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, მაინც დაისჯებიან.

 

როგორც ცნობილია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში 2002 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო 1998 წელს მიიღეს ე.წ. რომის სტატუტი, რომელიც საქართველოში რატიფიცირებულია, ხოლო რუსეთი სტატუტს ხელმოწერით შეუერთდა, თუმცა, მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.

 

თუმცა, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადება ცხადყოფს, რატიფიცირების არარსებობა არ არის საკმარისი ფაქტორი, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას რუსი სახელმწიფო მოხელეები გაექცნენ.

 

შეგახსენებთ, თავდაპირველად რუსეთი მიესალმა სასამართლოს მიერ 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას და მოითხოვა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილის მიცემა. ქართულმა პროროსულმა მედიასაშუალებებმა ეს მესიჯი აიტაცეს და გამოაქვეყნეს როგორც მოცემულობა, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგება, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჰააგის სასამართლო აგრესორად რუსეთს მიიჩნევს და არა საქართველოს, მოსკოვმა განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს არა აქვს უფლება, გამოძიება აწარმოოს რუსეთის ტერიტორიაზე და დაამატა, რომ რუსეთი არ აპირებს, აღიაროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აგვისტოს ომზე მოკვლევა მისი დასრულებიდან ცოტა ხანში დაიწყო. მოკვლევა პროკურორის ოფისის მხრიდან პროცესის დაწყების პირველი ეტაპია. პროკურორის ოფისი საქმის გამოძიების ეტაპზე მხოლოდ მას შემდეგ გადადის, თუ სახელმწიფო, ან სახელმწიფოები ვერ ან არ ახდნენ გამოძიებას და სავარაუდო დამნაშავეთა დასჯას.

 

"რომის სტატუტი უზრუნველყოფს დაუსჯელობის დასრულებას,“ – განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ლუის მორენო ოკამპომ 2010 წლის ივნისში, როცა პროკურორის ოფისის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა და მთავარ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, ასევე იუსტიციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენლები საქართველოს პირველად 2008 წლის ნოემბერში ესტუმრნენ, ხოლო მოსკოვში 2010 წლის მარტში იმყოფებოდნენ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !