
რუსული საფინანსო ჯგუფის "სისტემის" მმართველ გუნდს ქართველი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე დაუბრუნდა. რუსული მედიის ცნობით, იგი კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
ამავდროულად "სისტემა" დატოვა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ანტონ აბუგოვმა, რომელიც ფინანსური ჯგუფის ინვესტიციების განყოფილებას ხელმძღვანელობდა ტელეკომუნიკაციების სფეროში. აბუგოვს არ დაუკონკრეტებია ჩაიბარებს თუ არა ვასაძე სატელეკომუნიკაციო პორტფელს.
"ჩვენ არ ვასაჯაროებთ ჩვენი შიდა სტრუქტურის შესახებ დეტალებს", - განაცხადა "სისტემის" წარმომადგენელმა. რუსული საფინანსო ჯგუფის მმართველი საბჭო დატოვა ასევე კრისტოფერ ბაქსტერმაც, რომელიც მომხმარებელთა სექტორის მენეჯერი იყო კომპანიაში.
ლევან ვასაძე "სისტემაში" 1998-დან 2006 წლამდე მუშაობდა. იგი პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა და სტრატეგიული განვითარების საკითხებს კურირებდა.