
საქართველოს აგვისტოში ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგის თბილისში ვიზიტის შესახებ თინა ხიდაშელისა ალექსანდერ ვერშბოუს შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
ბრიუსელში თავდაცვის მინისტრი და ალიანსის გენმდივნის მოადგილე ერთმანეთს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ.
შეხვედრაზე ვერშბოუმ აღნიშნა, რომ იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება. ვიზიტი აგვისტოშია დაგეგმილი.
ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი განიხილეს. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი და ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული ნატოს ღია კარის პოლიტიკის ნათელი დადასტურება იქნება.
შეხვედრის დასასრულს, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საქართველომ ნატოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება საქართველოსთვის ნატოს მომავალ სამიტზე MAP-ის მინიჭება იქნება.
"რუსთავი-2"