
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი სამაშველო ვერტმფრენებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს "მოამბესთან", ბრიუსელში აკეთებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვერტმფრენი თვითმფრინავი არ არის, რომ ქალაქის პირობებში მანევრირება ვერ შესძლოს: "ვერტმფრენი იმისაა, რომ ავიდეს, ჩავიდეს, მოუხვიოს... თვითმფრინავი ხომ არ არის?", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი და კიდევ ერთხელ განმარტავს 2013 წელს გადაცემული ვერტმფრენების მახასიათებლებს, რომლებისგანაც არცერთში, როგორც თავად ამბობს, არც ერთხელ არ მჯდარა.
ვიდეო: ფრაგმენტი მიხეილ სააკაშვილთან ქეთი ქარდავას ინტერვიუდან ("საზოგადოებრივი მაუწყებელი").