"ახალი პოლიტიკური ცენტრი" სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების წინადადებით გამოდის

Image

"ახალი პოლიტიკური ცენტრი" გამოდის ინიციატივით, საქართველოში გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური. ინიციატივა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაახმიანა. 

 

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, თანამედროვე სამყაროში, სადაც მაღალტექნოლოგიურ იარაღს გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს, არაპროფესიულ "არმიას", არაპროფესიონალ "მებრძლთა" ერთობას არ შეუძლია რაიმენაირად გაზარდოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. მისი თქმით, თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშრებული დისკუსიები მოიცავს არა პროფესიულ და არაპროფესიულ არმიებს შორის არჩევანს, არამედ იმას, თუ რამდენად ყოვლისმომცველად შეიძლება შეასრულოს ტექნოლოგიებმა კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცის როლი. 

 

"საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს ახალგაზრდების გაწვევა ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართული სახელმწიფო, ყოველწლიურად, ათასობით ახალგაზრდას აიძულებს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი (ამჟამად ეს არის 1 წელი) დახარჯოს ისე, როგორც ამას სახელმწიფო ბიუროკრატია გადაწყვეტს. ამ პროცესის შეფუთვა ხდება ისე, თითქოს ეს იყოს მნიშვნელოვანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, თუმცა ნებისმიერი მოქალაქისთვის ცხადია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურს არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან.

 

აღნიშნული სისტემა, რომელზეც უკვე უარი თქვა ცივილიზებული ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საქართველოში იქცა კორუფციისა და გაჭირვებული ოჯახებისგან გაწვევის გადავადების სანაცვლოდ ფულის გამოძალვის წყაროდ. ამავე დროს, ფაქტია, რომ საქართველოში საკმარისი რაოდენობით არიან მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან საკუთარი სურვილით იმსახურონ პროფესიულ არმიაში და წარმატებული სამხედრო კარიერაც გაიკეთონ. ამ ახალგაზრდებს, სავალდებულო სამსახურის სახელით, სახელმწიფო იყენებს როგორც უფასო მუშახელს და თან ისე, რომ მათ ჯართან კავშირი საერთოდ არ აქვთ - იძულებით გაწვეულ ახალგაზრდებს უწევთ სხვადასხვა სახელმწიფო ობიექტების დაცვაში დგომა ან მათ შრომას იყენებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

 

ისინი, ვინც ვალდებულნი არიან 1 წლით მოწყდნენ თავიანთ საქმეს და, სურვილის მიუხედავად, თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმონ შეიარაღებულ ნაწილში მსახურს, ვერ უზრუნველყოფენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდას. ამ სისტემაზე დახარჯული პირდაპირი თუ ირიბი ხარჯი არის არამიზნობრივი ხარჯი და რეალურად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის გაცილებით ეფექტური იქნება ამ ხარჯის პროფესიული არმიისკენ გადამისამართება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

მისივე თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება გამოიწვევს აღნიშნული სამსახურის ფუნქციონირებისთვის განკუთვნილი ბიუროკრატიური ხარჯების შემცირებას და არაპროფესიული არმიის შესანახად გამოყოფილი ფინანსური რესურსის უფრო მიზნობრივად ხარჯვას, შედეგად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

 

"ამ სისტემის გაუქმებას არ სჭირდება არც 4 წელი, როგორც ეს დააანონსა "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის შემოდგომაზე და არც 4 თვე. ეს შეიძლება გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს მყისიერად", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ. 

 

ინტერპრესნიუსი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !