
ოდესის ოლქის ახალი პოლიციის უფროსის გიორგი ლორთქიფანიძის კაბინეტთან მილიციით უკმაყოფილო მოქალაქეების რიგი დადგა. პირველი სამუშაო დღე ლორთქიფანიძემ მათ მიღებასა და მოსმენას დაუთმო.
ნარკობიზნესის „კრიშობა“, დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება, მილიციაში გამეფებული განუკითხაობა - ეს ის თემები იყო, რაზეც გიორგი ლორთქიფანიძეს ინფორმაციას უშუალოდ მოქალაქეები აწვდიდნენ. პოლიციის ახალმა უფროსმა ყველა საკითხი ჩაინიშნა და მათი გამოკვლევა პირად კონტროლზე აიყვანა.
მოქალაქეების საჩივრების შესწავლის შემდეგ, სავარაუდოდ, ოდესის ოლქის მილიციაში საკადრო წმენდა დაიწყება.