
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს სოციალურ ქსელებში უკრაინელები ეხმიანებიან და წერენ, რომ აქამდე არ ახსოვსთ, ჩინოვნიკის გამოსვლა ამდენჯერ შემწყდარიყო ოვაციებით.
ოდესელები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან დამახსოვრებულ ფრაზებს იხსენებენ:
„აუცილებლად გაკეთდება ცნობების ელექტრონულად მიღების სერვისი. არაა საჭირო სიარული გოგონებთან, რომლებიც იქ სხედან, უკვე 60 წელია...“;
„არცერთი სასტუმრო არაა დაინტერესებული, რომ ხანძარი გაუჩნდეს და დაიწვას. რა საჭიროა ეს ნებართვა მეხანძრეებისგან?“;
„თქვენ ახალი პოლიცია უკვე ზაფხულის ბოლომდე გეყოლებათ. შესაძლოა, ივლისის ბლომდეც კი...“;
„იმისათვის, რომ ქვეყნის რეფორმირება მოახდინო, ცოტათი შეშლილიც უნდა იყო...“;
„ჩემი გუბერნატორობის დროში კოსმოდრომს და მეტროს ვერ დაგპირდებით - სხვა ყველაფერი გექნებათ“;
„როგორ მომმართოთ? ნუ დამიძახებთ მე „მიხაილ ნიკოლოზოვიჩს“, უბრალოდ - მიშა ვარ“.