
ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა.
ვიდეოში, რომელიც "ფეისბუქზე" ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, მიღების სხვა სტუმრებთან ერთად ჩანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც, ბოლო დროს მიღებული ტრადიციის მიხედვით, სხვა სტუმრებისგან განმარტოებული დარჩა სუფრასთან. მისგან ორიოდ სკამის დაშორებით აღმოჩნდა საქართველოს პრემიერი, რომელმაც პუტინი "ვერ შეამჩნია".