
ოდესის ოლქის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სწორად მიიჩნია ერთერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის მითითება იმის შესახებ, რომ ოდესელებს აღიზიანებთ, როცა ქალაქის დასახელებას არასწორი აქცენტით, რბილად წარმოთქვამენ.
დღევანდელ ბრიფინგზე ამ მითითების შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მითითება მართებულია და მის ავტორთან ერთად რამდენჯერმე გაიმეორა ქალაქის დასახელება სწორი აქცენტით, თანაც, პირობა დადო, რომ ამ აქცენტირებას აუცილებლად აითვისებს.
"ოდესელებს ზალიან აღიზიანებთ, როცა მათი ქალაქის დასახელებისას არასწორ აქცენტს იყენებენ, ამიტომ, თუ გსურთ, ოდესელების კეთილგანწყობა კიდევ უფრო მეტი მოიპოვოთ, ეს უნდა აითვისოთ", - განაცხადა ბრიფინგის ერთერთმა მონაწილემ.