
უკვე გადაწყვეტილია, რომ თინა ხიდაშელი ახალ მინისტრთა კაბინეტში თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს ჩაანაცვებს. ინფორმაციას რამდენიმე ქართული გამოცემა უკვე დაზუსტებულად მიიჩნევს, თუმცა, ოფიციალურად დანიშვნა ჯერ არ დადასტურებულა.
საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით თინა ხიდაშელის დანიშვნის უტყუარობაზე ინფორმაციას ავრცელებენ "იმედი", "ინტერპრესი" და "პრაიმტაიმნიუსი".
მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა 1 მაისს, დილის 10 საათზე დასახელდება - ამის შესახებ 30 აპრილს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ახალი შემადგენლობის დასახელება ჯერ კიდევ 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა, იგი გადაიდო.