
თავდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს თინა ხიდაშელი. მისი თქმით, როცა პოლიტიკაში ხარ, ყველაფერს ეთანხმები.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მინისტრთა ახალ კაბინეტში ვერ მოხვდეს მინდია ჯანელიძე, მისი ადგილი კი თინა ხიდაშელმა დაიკავოს. თავად თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა:
"ვერაფერს ვერ გეტყვით, პრემიერი მირეკავს, მაცადეთ. კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით. პრემიერი თვითონ განაცხადებს. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები"-განაცხადა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან თინა ხიდაშელმა.