
საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდი ერთიანია, ხოლო მთავრობაში ცვლილებები - ბუნებრივი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახეზეა სრულიად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, როცა მთავრობას ხელახლა სჭირდება პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობაში იქნებიან ახალი მინისტრები, ოღონდ, მხოლოდ იმ უწყებებში, რომლებიც მინისტრებმა დატოვეს - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამინისტროში.
პრემიერმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტსა და პარლამენტს, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება და თუ ეს შესაძლებელია, პროცედურები მიმდინარე კვირაშივე დასრულდეს.