-
2015-04-29 14:32
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ასევე ბეჟან გუნავა და ირაკლი ღლონტი დააკავეს, როცა ისინი "სითი პარკის" ევაკუატორის გაჩერებას ცდილობდნენ. ინფორმაციას "ვექტორი" ავრცელებს.
პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატა წერეთელმა ინფორმაცია დაადასტურა. სამივე პირი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დააკავა, რომელიც "სითი პარკის" თანამშრომლებმა გამოიძახეს. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით კი დაკავებამდე კახა კუკავამ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა გზა გადაკეტეს, საპატრულო პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, რამდენიმეგზის სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ ინიციატორი დააკავა.