
საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
დღეს გადადგომის შესახებ განცხადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააკეთა. ყიფიანი მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ პარლამენტისგან ნდობა ხელახლა უნდა მიიღოს.