
ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი იყო. შესაძლოა, ახლაც ასეა, რადგან იმ კომენტარებში, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ გაკეთდა, ჩაფიძის გამამართლებელი ნოტები გაისმა.
ტყიბულელები კი მაჟორიტარ დეპუტატს დიდად არ ემადლიერებიან. ჩაფიძეს, რომელსაც თბილისში კომენტარი არ გაუკეთებია, ტყიბულის ტელევიზიით გამოსვლისას გულისწყრომა არ დაუმალავს: "თქვენ არ აურჩევიხართ ტყიბულში და არც არასდროს აგირჩევენ, ამიტომ ხელები შორს ტყიბულისგან", - მიმართავს ის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს.