რა უტაქტო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერთან ღარიბაშვილის ინიციატივითა და მონაწილეობით?

Image

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე "პირველი რადიოს" პრესკლუბში ამბობს, რომ წინასწარ დაანონსებული საქართველოს პრემიერის ვიზიტი უკრაინაში ჩაშლილია. სავარაუდოდ, ეს იმ უტაქტო საუბარმა გამოიწვია, რომელიც ღარიბაშვილსა და უკრაინის ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენლებს შორის შედგა.

"ჩვენ დეკემბრის დასაწყისში მოვისმინეთ, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იგეგმებოდა იანვარში. შემდეგ მოვისმინეთ, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტამდე შედეგბოდა მინისტრების ვიზიტები და ეს ვიზიტები მოამზადებდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტს.

 

ჩვენ ეხლა ვართ მოწმე იმისა, რომ არანაირი ვიზიტი დაგეგმილი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სერიოზული ჩავარდნა, ჩვენ სერიოზულად გავაუარესეთ ურთიერთობები ჩვენს მეგობარ სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინასთან, ამას სჭირდება გამოსწორება და მე არ ვიცი რა კომუნიკაცია შედგა პრემიერს, და უკრაინის პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, იგი ამის თაობაზე საუბრობდა, იგი ამბობდა, რომ მან ორივეს უთხრა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები ქართველები არიან დამნაშავეები და მათი დანიშვნა არ შეიძლებოდა.

 

მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად უტაქტო საუბარი, თუკი იგი ასეთი სახით შედგა და ამან არ იმოქმედა დადებითად ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებაზე. ის, რომ იუსტიციის მინისტრი ვერ პოულობს დროს ქართველ კოლეგასთან შესახვედრად, არის ძალიან ბევრი რამის მანიშნებელი. იმისი, რომ სურვილი, ინტენსიური ურთიერთობისა უკრაინას საქართველოსთან სამწუხაროდ არა აქვს.

 

ამ საკითხს სჭირდება სასწრაფო გამოსწორება და ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ უკრაინელი კოლეგები არ ექცეოდნენ ქართველ კოლეგებს ესე და შედგეს კომუნიკაცია მათ შორის", - ამბობს მაია ფანჯიკიძე "პირველი რადიოს" პრესკლუბში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !