
ირაკლი ალასანიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოუწოდა სააჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს, რადგან პირისპირ შეხვედრაზე მათ ერთმანეთის მოსაზრებები უკვე მოისმინეს.
მისივე თქმით, კინკლაობის ნაცვლად საჭიროა ყველა მხარემ ქვეყნის წინსვლასა და უსაფრთხოებზე იზრუნოს.
„უკვე აღარ არის საჭირო ასეთი კინკლაობა ღია ეთერებში.
ჩვენ ორივემ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია პრივატულ საუბარში, საჯაროდაც და ახლა საჭიროა გავიხედოთ მომავალში და გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც ქვეყანას რეალურად გახდის უფრო დემოკრატიულს და ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ სწორედ პოლიტიკურ მთავრ საყრდენს გავიჩენთ იმ შეთავაზებებში, რომელიც ხელისუფლებაში არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს“, - განაცხადა ალასანიამ.