
საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, თსუ ყოფილი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ამაყობს, რომ უკრაინის მოქალაქე გახდა. ამის შესახებ კვიტაშვილმა რადაში გამოსვლისას აღნიშნა, სადაც მინისტრობის კანდიდატები გამოდიოდნენ სიტყვით.
"ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში რეფორმებზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ ქვეყნისადმი სიყვარული უფრო დიდი ხნის სიყვარულს უკავშირდება. ამ თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო მივიღე. ამაყი ვარ, იმ დიდი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს", - განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.