-
2014-11-27 21:03
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია „იმედთან“ საუბარში აცხადებს, რომ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირისგან განსხვავებით, „როცა იგრძნობოდა, რომ ერთი ადამიანის გავლენა იზრდებოდა“, ის ამას სახელისუფლო გუნდში შიგნიდან აპროტესტებდა.
სწორედ ამის გათვალისწინებით ალასანიამ „სუსტი არგუმენტი“ უწოდა სოზარ სუბარის მოსაზრებას და კითხვას იმის თაობაზე, რატომ გაუჩნდა ირაკლი ალასანიას ეს განცდა ახლა და არა ერთი თვის წინ, როცა მთავრობის წევრი იყო:
„მე ყოველთვის ხმამაღლა ვსვამდი პრობლემას, მას შემდეგ, რაც ის გაჩნდა და მის მოგვარებას შიგნიდან ვცდილობდი. ამას ვაკეთებდი მანამდე შიგნიდან და ახლა ვაკეთებ ღიად, როცა უკვე აღარ ვარ მთავრობაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43