-
2014-11-27 11:12
„Forbes Georgia“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ქვეყანას არა ინსტიტუციები, არამედ ერთი კაცი მართავს.
„ერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტა, ამიტომ იჭიმება ყველანაირი და ყველა სახის გადაწყვეტილებები.
ის რასაც სჭირდება ხუთი წუთი ანდა თუნდაც ერთი დღე, ეს იჭიმება ორი თვე“,- განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად არის ჩახედული ბიძინა ივანიშვილი იმ დეტალებში, რაზეც პროკურატურაც კი არ საუბრობს ასე ღრმად.
„ეს კიდევ ერთი საბუთია იმის, რომ ქვეყანას ერთი კაცის ნება და არა ინსტიტუტები და კანონები მართავს. როდესაც არ არის ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები პირი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას აქვს ვალდებულება იმისი, რომ ყველა საკითხი შეათანხმოს კონკრეტულ ადამიანთან, ეს ქმნის ვაკუუმს.
ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია“,- აღნიშნა მან და ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს სულმოკლე ადამიანის განცხადებები უწოდა.