
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხს ითხოვს. პეტრიაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებას "ფეისბუქით" ეხმიანება.
აფხაზეთი,საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე მკაფიო პასუხს ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან!
რას გულისხმობს ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას? ორაზროვნების დრო ნამდვილად არ არის.რაც მალე ჩამოაყალიბებთ ღიად პოზიციას რკინიგზასთან დაკავშირებით, მით უკეთესი საქამისთვის!
რას გულისხმობს ბატონი ზურაბ აბაშიძე, როდესაც ამბობს, რომ უნდა ვუპასუხოთ ისტერიის გარეშე, მაგრამ პრინციპულად? გთხოვთ, დააკონკრეტეთ პოზიცია ბატონო ზურაბ, რკინიგზასთან დაკავშირებით!
და რაც მთავარია, მივმართავ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რკინიგზასთან დაკავშირებით! ცხადად და მკაფიოდ!
ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები", ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ახლაც!", - წერს პეტრიაშვილი.