
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების შესახებ არასაპარლამენტო პარტიები და არასამტავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან და დადებითად აფასებენ.
პარტიების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს კონსულტაციის დასაწყებად. "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ სახეზეა ანექსია და თუკი პრეზიდენტს აქვს სურვილი ამ თემზე მათი ხედვა მოისმინოს, ისინი მზად არიან ამისთვის. ანალოგიურად, შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს ედპ. საია შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოხატავს, ზოგიერთი არასამტავრობო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ კონსულტაციების დაწყება დაგვიანებულია.