
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს და ბოდიშს იხდის "კურიერის" ეთერში დაშვებული უნებლიე შეცდომის გამო.
"დღეს მქონდა პირდაპირი ჩართვა რუსთავი 2-ში. საუბრის დროს დავუშვი შეცდომა და არასწორი ინფორმაცია მივაწოდე ტელემაყურებელს, რისთვისაც თითოულ თქვენგანს გიხდით ბოდიშს.
მე ვსაუბრობდი, შსს მინისტრის მოადგილის, ზედელაშვილის მეუღლის, ნატო ჩიქოვანის ხელფასზე. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.
ციფრები რომელიც გავასაჯაროვე, თავად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის შემოსავალია.
აქვე გთავაზობთ თვეების მიხედვით გაწერილ ცხრილს, მინისტრის მიადგილის ხელფასის შესახებ.
2013 წელი
აპრილი 7775 ლარი
მაისი 7775
ივნისი. 7775
ივლისი 7775
აგვისტო. 9025
სექტემბერი 9025
ოქტომბერი 9025
ნოემბერი. 9025
დეკემბერი 17 330
2014 წელი
იანვარი 21 178
თებერვალი 14 829
მარტი. 14829
აპრილი 14 829
მაისი 36 763
ივნისი 12 157
ივლისი 12 160
აგვისტო 12 160
სექტემბერი 12 160
კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, რომ ზედელაშვილის ხელფასი მის მეუღლეს მივაწერე. ეთერში დაშვებული უნებლიე შეცდომის გამო".