წულუკიანი: ალასანიას განცხადება ეკრანიდან მეცა სახეში

Image

,,კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან,“ – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რადიო ,,თავისუფლების” პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.

 

თეა წულუკიანის ეს კომენტარი ,,თავისუფალი დემოკრატების” იმ განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპული კურსი საფრთხეშია.

 

“ჩემი პოზიცია იყო და არის ის, რომ ხელისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქვეყნის სათავეში მოვიდა, პროდასავლური მთავრობაა, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა თუნდაც იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოწეროდა, რომ ის სხდომა შემდგარიყო, რომელიც 17 ნოემბერს ბრიუსელში შედგა, რომ ის მაღალი ვიზიტები და შეფასებები მიგვეღო, რაც ორი დღის წინ მივიღეთ ბრიუსელში.

 

თუმცა ის მაღალი შეფასებები, რომელსაც იღებს მთავრობა ევროკავშირისა თუ ნატოს მხრიდან, არ ეკუთვნის ამ მთავრობას, ეს ეკუთვნის ხალხს და სწორედ აქ განსხვავდება ჩემი და ,,თავისუფალი დემოკრატების” პოზიციები ერთმანეთისგან, დღეს უკვე ძალიან რადიკალურად.

 

მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ვინმემ, ერთმა ადამიანმა საკუთარი თავი გააიგივოს ევროპულ არჩევანთან, რომ მე თუ ვარ, ესე იგი პროცესი ევროპულია და თუ არ ვარ, ე.ი არ არის.

 

ამ განცხადებას ჰგავდა ის განცხადება, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად სიურპრიზის სახით წამოვიდა ტელევიზორიდან და ეკრანიდან მეცა სახეში”, – განაცხადა წულუკიანმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !