-
2014-11-14 11:56
როგორც ექსპერტი აცხადებს, უპირველეს ყოვლისა ეს თავად ივანიშვილის ინტერესებშია, რათა ახალი ივანიშვილი დავინახოთ, რომელიც საკუთარი სიჯიუტის მაღალი კოეფიციენტითაა ცნობილი.
„როდესაც არსებობს დოკუმენტები და მტკიცებულებები, დამამცირებელი არ უნდა იყოს, ბოდიში მოუხადოს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ლაშა ნაცვლიშვილის უმწიკვლობაში არწმუნებდა... იგივე ითქმის „ტრაქტორების საქმეზეც“...
„ტრაქტორების საქმის“ გარდა, კიდევ ერთი გამონაკლისი ის არის, რომ პრეზიდენტს, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო არჩეული, მეტი უფლება უნდა ჰქონოდა, ვიდრე სააკაშვილმა დაახვედრა. სინამდვილეში, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, კონსტიტუციის დამატებითი გატყავების პროცესი დაიწყო, რომლის შედეგად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს გადაეცა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სხვა არჩევანი ჩემს ქვეყანაში არ არსებობს. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი, რადგან ამ კაცის მიერ გაწეული უპრეცედენტო ქველმოქმედება საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისტორიული მნიშვნელობისაა და მისი არგახსენება უმადურობაა.
ზოგადად, უმადურობა მიუღებელია, მაგრამ, როდესაც ადამიანი, რომელიც ჩემთვის ღირებულია, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რაც უპირველეს ყოვლისა, მასვე ვნებს, ვცდილობ, რეაგირება მოვახდინო. არ მაქვს რა მასთან პირადი ურთიერთობა, იძულებული ვარ, საჯარო საშუალებებით მივაწვდინო ხმა, რაც ალბათ, არ სიამოვნებს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
„ვერსია“