ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 13 ქართულ-სომხური და 3 ებრაული საფლავი დაარბიეს

Image

თბილისში, ვარკეთილის ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე 16 საფლავი დარბეულია, ამის შესახებ ინფორმაციას „მედიანიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დარბევა, სავარაუდოდ, 23 აპრილს მოხდა.

 

როგორც ,,მედიანიუსს” სასაფლაოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, დარბეული 16 საფლავიდან 13 ქართულ-სომხურია, სამი კი ებრაული.

 

სასაფლაოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საფლავების დარბევა 23 აპრილს სავარაუდოდ, ღამით მოხდა.

 

,,სასაფლაოს დაცვა არ ჰყავს. ჩვენ დილიდან საღამოს 17:00 საათამდე ვმუშაობთ. 24-ში, რომ მოვედით, სასაფლაოს შემოვლისას აღმოვაჩინეთ, რომ საფლავები დარბეული იყო. ამის შემდეგ სამართალდამცავებს ვაცნობეთ. ისინი ადგილზე მოსულებიც იყვნენ და ფოტოებიც გადაუღეს დარბეულ საფლავებს. დარბეულია სამი ებრაული და 13 მართმადიდებლური საფლავი,”- აცხადებენ ადმინისტრაციაში.

 

სასაფლაოს ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, მათ მხოლოდ რამდენიმე გარდაცვლილის ოჯახის წევრების კონტაქტი ჰქონდათ და მათაც მაშინვე აცნობეს მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ, თუმცა საკონტაქტო ინფორმაციის უქონლობის გამო, დარბეული 16 საფლავიდან უმეტესობის ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არ იციან მომხდარის შესახებ.

 

ადმინისტრაციამ მომხდარის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის შესაბამის სამსახურსაც მიაწოდეს, რადგან სასაფლაო მათ დაქვემდებარებაშია.

 

დარბეულ საფლავებს შორის აღმოჩნდა ქართველი ებრაელი, რეჟისორ იური წიწუაშვილის საფლავიც, რომელიც ე.წ. დამპალოს სასაფლაოს, ებრაულის საფლავების ნაწილში მდებარეობს.
საფლავს მთლიანად მოგლეჯილი აქვს მარმარილოს ქვა, რომელიც საფლავზეა დაგდებული და დამტვრეული. ანალოგიური მდგომარეობაა კიდევ ორ ებრაულ და 13 სხვა საფლავზე.

 

როგორც ,,მედიანიუსს” იური წიწუაშვილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მათ მომხდარის შესახებ სასაფლაოს ადმინისტრაციამ შეატყობინა.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 16-ვე სასაფლაო მხოლოდ დარბეულია და არა გაქურდული, რადგან მარმარილოს მოგლეჯილი ფილები იქვე, სასაფლაოს გარშემო ყრია.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,მედიანიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე საფლავების დარბევის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

 

"მედიანიუსის" ფოტოები

 

SAFLAVEBI.jpeg

SAFLAVEBI1.jpeg

SAFLAVEBI2.jpeg

SAFLAVEBI3.jpeg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !