უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვალერი კონოვალიუკმა უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ტურჩინოვს უზენაეს სასამართლოში უჩივლა.
„უკრაინა ქაოსში ეფლობა. მსგავსი ვითარება არა მხოლოდ ხარკოვშია. მილიცია დემორალიზებულია, სამართალდამცველი სისტემა საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს. უსაფრთხოდ თავს ვერ ვგრძნობთ, ქუჩებში შეიარაღებულ ადამიანებს ვხედავთ. დღეს ალექსანდრე ტურჩინოვის წინააღდმეგ უკრაინის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო სარჩელი შევიტანე. მათ უფლებამოსილება აიღეს საკუთარ თავზე, თუმცა ვითარებაზე გავლენას ვერ ახდენენ“, - განაცხადა კონოვალიუკმა.