ანტიდისკრიმინაციული კანონის საწინააღმდეგო აქცია-პარაკლისის შესახებ მრევლი SMS-ებითა და „ფეისბუქით“ გააფრთხილეს

Image

30 აპრილს, 11:30 წუთზე თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობისა და ქუთაისში, მოქმედი პარლამენტის შენობის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით პარაკლისის გადახდაა დაგეგმილი.

 

ამის შესახებ სასულიერო პირები მთელი ღამის განმავლობაში მრევლს ტელეფონებზე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და სოციალურ ქსელებში „ფეისბუქსა“ და „ოდნოკლასნიკებში“ გამოქვეყნებული სტატუსებით აფრთხილებდნენ.

 

სტატუსებში ცალკეულ მედიასაშუალებათა ჟურნალისტებიც იყვნენ მონიშნული. სასულიერო პირები ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას „მამათმავლობის დაკანონებად“ მიიჩენევენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქცია-პარაკლისში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ.

 

სასულიერო პირების სტატუსებს იზიარებდა მრევლი, ასევე ისინი ზიარდებოდა „ფეისბუქის“ იმ გვერდებზე, რომლებიც, აღწერის მიხედვით, მორწმუნე მართლმადიდებლებისთვისაა შექმნილი.

 

„აფხაზეთის ხმას“ თვითმხილველმა უთხრა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე და თავად საპატრიარქოს ეზოში გვიან ღამემდე არ შეწყვეტილა ავტომანქანებისა და სასულიერო პირების მოძრაობა და გადაადგილება - სავარაუდოდ, სწორედ საპატრიარქოში შეთანხმდა 30 აპრილის აქცია-პარაკლისის დეტალები.

 

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირები და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი“, ასევე რამდენიმე დეპუტატი და მრევლის ნაწილი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ეწინააღმდეგება. დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც კანონპროექტი განიხილებოდა, სასულიერო პირებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

 

paraklis.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !