
70 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი პოეტი და მთარგმნელი რენე კალანდია გარდაიცვალა.
რენე კალანდია სოხუმელი იყო. მის პოეზიას წითელ ხაზად გასდევდა „მძაფრი თემები“, როგორიცაა სამოქალაქო ომი, დიქტატურა, ტერორი, სოხუმი, ზუგდიდი, აყრილი ღირსება, შიში, შიმშილი, ზნეობის კრიზისი.
რენე კალანდიას ლექსები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ 1997 წელს სამარაში ჩატარებულ საერთაშორისო არტ-ფესტივალზე "ევროპული დღეები სამარაში" რენე კალანდიას სტუმრობის ამსახველ ვიდეომასალას, სადაც ის საკუთარ ლექსებს კითხულობს.