ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსექსუალი, სავარაუდოდ, დაჭრეს. - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას და ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან საინფორმაციო სააგენტო "აქცენტი" ავრცელებს.
როგორც "აქცენტს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
დაშავებულს ჭრილობა მუცელში აქვს მიყენებული და როგორც თავად აცხადებს, ის პარტნიორმა მამაკაცმა დაჭრა.
შს სამინისტროს ინფორმაციით კი თავდასხმა არ მომხდარა და დაშავებულმა სხეულის დაზიანება თვითონ მიიყენა.
"აქცენტის" ფოტოები