ქუცნაშვილი განმარტავს, რატომ არ მივიდნენ მთავრობის წევრები პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერს შორის დაპირისპირება გრძელდება და განმარტავს, რატომ არ მივიდა მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დღეს, 2014 წლის თებერვალში.

 

ქუცნაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება არაა არც მოქმედ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის და დაპირისპირების არარსებობის ერთ–ერთ მაგალითად მოჰყავს პრეზიდენტის საგარეო ვიზიტების უზრუნველყოფა, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და იგეგმება,– ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა ,,იმედის“ ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემაში განაცხადა.

 

,,მე ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება ამოწურულია, იმის შემდეგ არც ბიძინა ივანიშვილის განცხადება მომისმენია მარგველაშვილის წინააღმდეგ და არც მარგველაშვილის ივანიშვილის წინააღმდეგ.

 

ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულია და თემის გაზვიადება საჭირო არაა, გიორგი მარგველაშვილი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი სრულ თანამშრომლობაშია არსებულ ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, სუსტი ადამიანები მნიშვნელობას ანიჭებენ ასეთ პიროვნულ საკითხებს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები პირად ურთიერთობას მნიშვნელობა სარ ანიჭებენ.

 

შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი, როგორც მთავარსარდალი და ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლობენ პიროვნულადაც და ადმინისტრაციულ დონეზეც.“– განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

ქუცნაშვილმა განმარტა, რატომ არ მივიდა პრეზიდენტის გამოსვლისას მთავრობა პარლამენტში, ქუცნაშვილის თქმით, ამის მიზეზი ,,ნაციონალური მოძრაობა“ იყო: ,,მთავრობას ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ის ეჭვი, რომელსაც ნერგავდა „ნაციონალური მოძრაობა“ მერე იტყოდნენ, რომ მთავრობამ მოიყვანა მარგველაშვილი და ეს იფიქრა ჩვენმა მთავრობამ და ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა, იმიტომ რომ ამათ შიშებზე და ჭორებზე არ უნდა ვიცხოვროთ.“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !