,,ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცების შემთხვევაში სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებების გაზრდის რისკზე საუბრობს.
ბაღათურია საზოგადოებას მოუწოდებს გაერთიანდნენ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში ამ კანონის წინააღმდეგ, ამის შესახებ მან "რუსთავი2"–ის გადაცემა "არჩევანში" საუბრისას გააკეთა.
მისი განცხადებით, ჰომოსექსუალების დასაქმება სახელმწიფო სამსახურში დაუშვებელია.
"ისე არიან პარლამენტის წევრები დაშინებულები , რომ როგორც სჩანს ეს კანონი გადის. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მთელი ქართული საზოგადოება ფეხზე უნდა დადგეს და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას საკუთარი მომავალი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბავშვები, ჩვენიც და სხვისი შვილებიც ამ გარყვნილი აზროვნების პროპაგანდისგან,"-განაცხადა ბაღათურიამ.