მოტყუებული და გაუპატიურებული 15 წლის ბიჭი, ხმაური ზანდუკელის ქუჩაზე და დაკავებული სამი უცხოელი

Image

დილის საათებში, ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციამ 1993 წელს დაბადებული ერაყის მოქალაქე დააკავა, რომელსაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება ედება ბრალად. 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულთაგან ერთმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით დაზარალებულმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. 

 

ამავე დროს, პოლიციის მობილიზება საჭირო გახდა ზანდუკელის ქუჩაზე, იმ ბინაში, სადაც უცხოელები ცხოვრობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ბინაში მცხოვრებ უცხო ქვეყნების მოქალაქეებს დაუპირისპირდა. ბინაში, სადაც 15 წლის მოზარდი გააუპატიურეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. რამდენიმე უცხოელი ერთ-ერთ ოთახში იყო შეკეტილი და მათ პოლიცია იცავდა. მოგვიანებით მათ სახლი დატოვეს.

 

დილით ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია, თვითმხილველზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა:

 

"დილის 8 საათი იქნებოდა, კარზე ბრახუნის ხმა გავიგეთ. გავაღეთ კარი, ატყდა წივილ-კივილი, იყო 15-16 წლის მოზარდი ბიჭი, თითქმის შიშველი, პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და შველას ითხოვდა. რამდენიმე წუთში გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელიც მოვიდა და ბავშვის გაყვანას ითხოვდა, თუმცა არ გავატანეთ. რის შემდეგაც ერთ-ერთმა უცხოელმა ბავშვს ტანსაცმელი მიუტანა.

 

როგორც მოზარდმა გვითხრა, მისი გაუპატიურების მცდელობა იყო. მან თქვა, რომ სამი უცხოელი იყო და მოტყუებით გამოეპარა მათ. ჩვენ პატრული გამოვიძახეთ, საპატრულო პოლიციის მოსვლამდე ისინი გაიქცნენ". წინასწარი ინფოარმაციით, მოზარდმა განაცხადა, რომ „გლდანის გამანაწილებელში“ ცხოვრობდა და ის საპატრულო პოლიციამ წაიყვანა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !