ბაღათურია: „კორძაიამ მეორედ გამოაჩინა თავისი სახე, ვულოცავ ნაძალადევს“

Image

,,ძალიან კარგია, რომ თამარ კორძაიამ მეორედ გამოაჩინა თავისი სახე, ვულოცავ ნაძალადევს,“– ჯონდი ბაღათურიას ეს კომენტარი მოჰყვა ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის თამარ კორძაიას რეპლიკას, რომლითაც მან კომიტეტის სხდომაზე შეკრებილი სასულიერო პირები გააკრიტიკა .

 

,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე პროცესებს და ამ კონკრეტულ ინციდენტს, საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა:

 

,,თამარ კორძაიამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. მან თქვა, რომ ის რაც ამ დარბაზში ხდება არის პარლამენტზე ძალადობა. დავით ისაკაძემ (მგონი ეგ იყო, ან სხვა წვეროსანი) ბესელიას მიმართა, რომ თუ სურს ასეთი რამ არ მოხდეს, თანაგუნდელები გააფრთხილოს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ნურაფერს იტყვის.

 

ბესელიამ კორძაია არ დაიცვა. ბესელიამ, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა, არ შეახსენა წვერიან გვამს, რომ კრიტიკის მიღმა არავინაა. ხმა არც გედევან ფოფხაძეს ამოუღია.“– წერს ჩერგოლეიშვილი.

 

სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული კანონი განიხილება, მას ლგბტ ჯგუფზე მომუშავე პირების გარდა სასულიერო პირები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !