ილია შიხაშვილის სიტყვა "ოქროს არწივის" პრეზენტაციაზე

Image

ქართულ ბაზარზე ლუდის ახალი ბრენდი "ოქროს არწივი" გამოჩნდა. ბრენდი ლუდსახარშ "ზედაზენის", ქართული ლუდის კომპანიის პროდუქტია და მისი პრეზენტაცია დღეს ლუდსახარშ "ზედაზენში" გაიმართა.

 

"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" დირექტორის ილია შიხაშვილის სიტყვას, რომელიც მან "ოქროს არწივის" პრეზენტაციაზე წარმოთქვა. შეგახსენებთ, რომ "რკინაბეტონის შპალის ქარხანა" "ქართული ლუდის კომპანიის" დამფუძნებელი და ერთერთი მფლობელია:

 

"მოგესალმებით ყველას! მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის!

 

ლუდის ყველა ჭეშმარიტ გურმანს და სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო უმაღლესი ხარისხის პრემიუმ ლუდის დაბადება და დარწმუნებული ვარ, რომ „ოქროს არწივს“ ქართველი მომხმარებელი პირველი დაგემოვნებისთანავე შეიყვარებს.

 

როგორც რიგითი ქართველი, მე დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, რომ საქართველოში შეიქმნა ისეთი პროდუქტი, რომლითაც იამაყებს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი წევრი.

 

მოგახსენებთ რომ, მე ვხელმძღვანელობ „რკინაბეტონის შპალის ქარხანას“-იმ საწარმოს, რომელიც არის „ქართული ლუდის კომპანიის“ ერთ-ერთი დამფუძენებლი და სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ლუდსახარშმა „ზედაზენმა“ სულ რაღაც ორიოდ წლის განმავლობაში, მიუხედავად უდიდესი სირთულეებისა, შეძლო გამხდარიყო ისეთი  წარმატებული ბრენდი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ლუდსახარში „ზედაზენი“ იქცა გამარჯვებისა და წარმატების სიმბოლოდ.

 

მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენმა ჯგუფმა შექმნა არაერთი წარმატებული საწარმო თუ ინოვაციური ქართული პროდუქტი; და მთელი ჩვენი გუნდი კვლავაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მუხლჩაუხრელ შრომას.

 

გავაჟღერებ ერთ სასიამოვნო სიახლეს-რამოდენიმე დღის წინ ჩვენს საწარმოს მოეხსნა ყადაღა, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეწყო ზრუნვა განვითარებისთვის და ახალი პროდუქტების შექმნისთვის, და დღეიდან უკვე აქტიურად ვმუშაობთ ისეთი მნიშვნელოვან სიახლეების დანერგვაზე, რომელიც დღემდე არ განხორციელებულა ამიერკავკასიაში- ესაა ისრული გადამყვანების რკინაბეტონის ბრუსები და ახალი ტიპის რკინაბეტონის შპალების წარმოება, რომელიც განკუთვნილია დაბალრადიუსიანი მრუდებისთვის.

 

გარდა ამისა, ჯგუფის მასშტაბით მომზადებული გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ!

 

კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის!

 

ილია  შიხაშვილი, „რკინაბეტონის შპალის ქარხანის“  დირექტორი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !