ზუგდიდში, დაყაჩაღების მიზნით, ინკასაციის მანქანის შეჩერება ხის მორებით სცადეს
2014-04-29 13:06
ზუგდიდის შესასვლელთან გზაზე ხის მორების გადებით სცადეს ინკასაციის მანქანის შეჩერება, თუმცა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ სამი ბოროტმოქმედი ადგილიდან მიიმალა.
სისხლის სამართლის საქმე ყაჩაღობის მუხლითაა აღძრული.