
დონეცკში, უკრაინის ერთიანობისადმი მიძღვნილი მიტინგის დარბევის დროს 25 ადამიანმა სხვადასხვა დაზიანება, მათ შორის, ჭრილობები მიიღო, მათგან 5 ჰოსპიტალიზებულია. სეპარატისტებმა მძევლებად აიყვანეს დონეცკის ევრომაიდნის 7 აქტივისტი.
მიტინგისა და დაპირისპირების დასრულების შემდეგ სეპარატისტებმა ე.წ. აქტიური პირები გამოიკვლიეს, მათთან სახლებში მივიდნენ და აიძულეს, გაჰყოლოდნენ, შემდეგ კი პარტია "რეგიონების" ყოფილ შენობაში გამოკეტეს.