
ხარკოვის დაჭრილი მერი გენადი კერსენი გუშინ ღამით ისრაელის ერტერთი ქალაქის ხაიფას კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
უკრაინაში ისრაელი ექიმები ჩაფრინდნენ და გადაწყვიტეს, რომ პაციენტის ტრანსპორტირება დასაშვები იყო.
კერსენს ჯერ გამოკვლევას, შემდეგ კი ოპერაციას ჩაუტარებენ. შეგახსენებთ, რომ ხარკოვის მერი ცეცხლსასროლი იარაღით 28 აპრილს დაჭრეს.