
სოჭში მიმდინარე რუსეთის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სპორტსმენებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.
როგორც „სოვეტსკი სპორტი“ წერს, კამათი ოსეთისა და დაღესტნის ნაკრების წევრებს შორის წარმოიშვა, შემდეგ კი ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც ორივე ნაკრები გუნდი ჩაერთო. ჩხუბის მასშტაბები თანდათან გაიზარდა და თითქმის ტრიბუნებზე გადავიდა.