
უკრაინასთან დაკავშირებით თეტრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა არაფერი გააკეთა უკრაინაში არსებული სიტუაციიის გამოსწორების კუთხით, ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ჩართულობა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ძალადობრივ პროცესებში ეჭვგარეშეა.
აქედან გამომდინარე, თეთრი სახლი ახალი სანქციების შესახებ აცხადებს. უკვე არსებულ სიას კიდევ შვიდი ადამიანი დაემატა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდებათ და აქტივები გაეყინებათ. მათ შორისაა „როსნეფტის“ ხელმძღვანელი, პუტინის უახლოესი გარემოცვის გავლენიანი წევრი იგორ სეჩინი და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი.
ამას გარდა, სანქციები უწესდება 17 რუსულ კომპანიას, ხოლო ბარაკ ობამამ ფილიპინებში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თუ რუსეთი პოლიტიკას არ შეცვლის, სანქციების შემდეგი ეტაპი შესაძლოა საბანკო და თავდაცვის სფეროებს შეეხოს.