
28 აპრილს, ჟენევაში გამართულ სხდომაზე, წამების საწინააღმდეგო გაეროს კომიტეტმა საკუთარი ხელმძღვანელი ორგანო, ბიურო აირჩია.
კომიტეტს დღეიდან ახალი თავმჯდომარის მოადგილე ყავს. კომიტეტმა ამ თანამდებობაზე კომიტეტის საქართველოს სახელით არჩეული წევრი, საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი, გიორგი ტუღუში აირჩია.
წამების საწინააღმდეგო გაეროს კომიტეტი 10 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და მეთვალყურეობს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო კონვენციის იმპლემენტაციას წევრ სახელმწიფოებში.