
ირაკლი კაკაბაძესა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს შორის ინციდენტი მოხდა. კაკაბაძის პრესკონფერენციის დაწყებამდე ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შელაპარაკება კაკაბაძის რეპლიკამ გამოიწვია. კაკაბაძემ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს მიმართა და განუცხადა, რომ პრესკონფერენცია ისე უნდა გადაეღოთ როგორც პრესკონფერენციის ორგანიზატორები იტყოდნენ. ტელეკომპანიის გადამღებმა ჯგუფმა პრესკონფერენცია დატოვა კაკაბაძემ კი მათ „პროსტიტუტკები“ უწოდა.
ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.