
ემზარ კვიციანი არის ნომრიანი აგენტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-დან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება ემზარ კვიციანის გამოშვება ციხიდან, რომელიც არის "ნომრიანი აგენტი რუსეთის უშიშროების".
"აჯანყება კოდორში ერთ-ერთი პირველი ნაღმი იყო, რომელიც რუსეთმა აგვიფეთქა. კოდორში ჩვენ საერთოდ იმიტომ შევედით, რომ კვიციანმა გამოაცხადა დაუმორჩილებლობა. ნომრიანი აგენტია ჩვეულებრივი, მკვლელი, ბანდიტი.
ეფესბე-ს დაცვის ქვეშ ცხოვრობდა 2 წელი გუდაუთაში, გუდაუთიდან გაიპარა რუსეთში... დღეს კვიციანს აცხადებენ პოლიტპტიმრად! არის რაღაცეები, რაც არ შეიძლება!", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.