როგორ აუსრულეს მუქარა - „გაგამწარებთ“ „ნაციონალების“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარეს

Image

აღდგომის დღესასწაულზე ჩალაუბნის საპატრულო ეკიპაჟმა „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარის ლევან ბაღაშვილის ძმა დააკავა - პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

 

 

სინამდვილეში კი, როგორც ლევან ბაღაშვილმა „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, ამით მას შეუსრულეს მუქარა, რომ „გაამწარებდნენ“ თუ პოლიტიკურ აქტივობაზე უარს არ იტყოდა.

 

მისივე თქმით, ძმა შაქრიანი დიაბეტითაა ავად და ექიმის მიერ დანიშნულ სხვადასხვა პრეპარატებს იღებდა, რომელთა ერთობლიობის გავლენით, შესაძლოა, შარდის ანალიზის დროს ნარკოტიკების რომელიმე ჯგუფის ცალკეული კომპონენტი აღმოჩენილიყო, რაც ასეც მოხდა, რის შემდეგაც დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და იმის მიუხედავად, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაკავებულ, წამალდამოკიდებულ პირებსაც კი სასამართლო პროცესამდე ხელწერილით ათავისუფლებენ, მის ძმასთან მიმართებაში წინასწარი დაკავების ვადა მაქსიმალურად გამოიყენეს:

 

„მანამდე მემუქრებოდნენ, რომ თუ პოლიტიკურ აქტივობას არ შევეშვებოდი, გამამწარებდნენ და, ეტყობა, ჩათვალეს, რომ ასე გამამწარეს“, - აცხადებს ლევან ბაღაშვილი.

 

ლევან ბაღაშვილის განცხადებით, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მისი ძმა დიაბეტით იყო ავად, ამიტომაც, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ნარკოლგიური ექსპერტიზა დანიშნა და პროცესი პასუხის მიღებამდე - 2014 წლის 6 მაისამდე გადადო.

 

ლევან ბაღაშვილი „აფხაზეთის ხმასთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი ძმის გათავისუფლების შემდეგ, ოჯახი არ დაელოდა სამხარაულის ექსპერტიზის პასუხს და მისმა ძმამ ალტენატიული შემოწმება იგივე მეთოდით - შარდის ანალიზით გაიარა, რამაც დაადასტურა, რომ ის არ იყო წამალდამოკიდებული:

 

„6 მაისამდე სამხარაულის ბიუროს პასუხიც მოვა და სავარაუდოდ, სასამართლო სწორედ იმ დასკვნით იხელმძღვანელებს“, - ამბობს ლევან ბაღაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !