პრემიერმინისტრს ამომრჩევლის მოსყიდვის გამო ედავებიან

Image

პრემიერის მხრიდან ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე პროკურატურას გამოძიებას სთხოვენ. ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" პრემიერ-მინისტრის მიერ, ბეშუმში, ახალდაქორწინებული წყვილისათვის გადაცემული ბრილიანტის ბეჭდის გამო განცხადებას ავრცელებს.

,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლების თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ ამომრჩევლისათვის საჩუქრის გადაცემის ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრის ღირებულებაზე.

 

როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქარი არ აღემატება 100 ლარს, მაშინ შესაძლოა სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის 252 მუხლის თანახმად, "პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა". ამავე კანონის 342 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი სანქციის თანახმად, საარჩევნო მიზნით ფიზიკური პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უკანონო საჩუქრის, შემოსავლის, მომსახურების მიღება, თუ ქონების (მომსახურების) ან გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს გამოიწვევს პარტიის, პარტიის წარმომადგენლის, იურიდიული პირის დაჯარიმებას შესაბამისი ქონების (მომსახურების) ან შესაბამისი გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. თუ პრემიერ მინისტრის მიერ გადაცემული საჩუქრის ღირებულება აღემატება 100 ლარს, მისი ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, "საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ამომრჩევლისათვის ქონების გადაცემა ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით".

 

ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სამართალდარღვევა უნდა დაადასტუროს სასამართლომ. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს პროკურატურას შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას" მიერ გავრცელებულ გაბცხადებაში.

 

გუშინ, პრემიერ-მინიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "შუამთობა-2013" დღესასწაულის აღნიშვნის დროს ახლად დაქორწინებულ გუნდალაძეების ოჯახს საჩუქრად ბრილიანტის ბეჭედი გადასცა. საჩუქრის გადაცემის ფაქტი ასახულია იმ ვიდეო მასალაშიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე დაიდო.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !